პროექტის შესახებ

პროექტი  „ქართული, სპარსული და ოსმალური მოხატული დოკუმენტები საქართველოს სიძველეთსაცავებიდან“  განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით 2009-2011 წლებში. მასში მონაწილეობას იღებდნენ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ხელოვნების ისტორიის და თეორიის ინსტიტუტის  მეცნიერი თანამშრომლები და პროფესორ-მასწავლებლები:

  - პროექტის ავტორი და სამეცნიერო ხელმძღვანელი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

 ა - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

  - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროექტის წინასწარი პრეზენტაცია მოხდა ისლამური ხელნაწერების ასოციაციის (TIMA) მიერ 2008 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტში, დედოფლის კოლეჯში ჩატარებულ ისლამური ხელნაწერის IV კონფერენციაზე
http://www.islamicmanuscript.org/conferences/PastConferences/2008Conference.html
2011 წლის 28 იანვარს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში ჩატარდა კონფერენცია _ „ქართული, სპარსული და ოსმალური მოხატული დოკუმენტები საქართველოს სიძველეთსაცავებიდან (პროექტის განხორციელების შედეგები).“

გამოიცა წიგნი ”ქართული მოხატული ისტორიული დოკუმენტები საქართველოს სიძველეთსაცავებიდან”, დარეჯან კლდიაშვილის რედაქციით (თბილისი, 2011, 288 გვ. 200-ზე მეტი შავ-თეთრი და  24 ფერადი ილუსტრაცია).